Friday, April 6, 2012

სასწავლო პროექტი


1.პროექტის სახელი:”ილია ჭავჭავაძე
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ი. ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ.
3.პროექტის სრული აღწერა;მოსწავლეები გაეცნონ ი. ჭავჭავაძის ბიოგრაფიას,მის
შემოქმედებას,მოღვაწეობას.
მინდა ყურადღება შევაჩერო ილია ჭავჭავაძეზე,როგორც ახალი თაობის ენერგიულ წინამძღოლზე,რომელიც უკომპრომისოდ იბრძოდა ქვეყნის მომავლის ასაშენებლად.პირველ რიგში გავიხსენებთ ერთ–ორ საგულისხმო შემთხვევას, ასდაც ჩანს ილია ჭავჭავაძის მებრძოლი ხასიათი.
4.მოსწავლეთა ასაკი;მე–7 კლასი.
5.ვადების ხანგრძლივობა;(3–4 კვირა).
6.პროექტის შესაძლო აქტივობები;კლასში მოძიებული მასალის გაცნობა,განხილვა.ნაწარმოებების ინსცენირება,ჯგუფებში პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები;გაეცნენ სასწავლო პროექტით გათვალისწინებულ საკითხებს.
ილია წარსულს აფასებდა,მისი მზერა და ქმედება მომავლისაკენ იყო მიმართული.აი,რას წერს:”ყოველი კაცი ხედავს,რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის.იგი იცვლება მოაქვს განახლება ყველაფრისა.ცხოვრება,როგორც ყოველი მოზარდი,იზრდება ჰყვავის,მოაქვს ნაყოფი და მერე ჭკნება–იმისათვის კი არა,რომ მოკვდეს და საუკუნოდ დაიმარხოს,არამედ იმისათვის,რომ თავისივე ნაყოფის თესლზე ამოიყვანოს სხვა,ახალი ,ნედლი ცხოვრება.ცხოვრებასაც აქვს თავისი შემოდგომა და გაზაფხული,როგორც ბუნებას...
მინდა დავასრულო ლეიბნიცის იმ სიტყვებით,რომელიც ილიამ წაუმძღვარა თავის ერთ–ერთ ლექსს.ეს ეპიგრაფი ნათლად გამოხატავს ილიას მსოფლმხედველობას:”აწმყო,შობილი წარსულისაგან,არის მშობელი მომავალისა.
8.სასარგებლო სხვებისთვის;მომავალ თაობებს ჩაუნერგონ ქართული ენის სიყვარული.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეობა სხვა სკოლებთან:გაცვლითი ღონისძიებები.
11.პროექტის ფასილიტატორი:ვენერა მანასიან
12.ფასილიტატორი ელ. ფოსტა veneramanasian@gmail.com

No comments:

Post a Comment